ჩრდილოეთ ირლანდიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა კომენტარი გააკეთა.
"რა თქმა უნდა როდესაც გუნდში ისეთი ფეხბურთელი გყავს, როგორიც კვარაცხელიაა, ასეთი მატჩების წინ ფურცელზე ფავორიტი ხარ."
"პირველ ტაიმში ის ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, რაც ჩვენ და გულშემატკივრებს გვსურდა. შევეცადეთ, რომ მეორე ნახევარში ტაქტიკა შეგვეცვალა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ და მატჩის ბოლოს დავისაჯეთ."
"წინ კიდევ სამი თამაშია და შევეცდებით, რომ დღევანდელი შეცდომები გამოვასწოროთ და ჯგუფში სიტუაცია გამოვასწოროთ" — გიორგი ქოჩორაშვილი.











