33 წლის ნეიმარია, რომელიც ამჟამად მშობლიური სანტოსის რიგებში ასპარზეობს, კვლავ ტრავმა მიიღო.
სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ ნეიმარს მენისკის დაზიანება აქვს და 2025 წელი მისთვის დასრულებულია.
არადა, ნეიმარი ფორმას უბრუნდებოდა და წინა ტურში, მირასოლის წინააღმდეგ გოლიც გაიტანა, თუმცა გუშინდელი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
ნეიმარის მიზანი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კიდევ ერთ მუნდიალზე თამაშია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება ის მეოდანს.








