ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩი მადრიდის რეალსა და მანჩესტერ სიტის შორის, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა.
პირველივე წუთებზე ანგარიში ბერნარდო სილვამ საჯარიმო დარტყმით გახსნა, თუმცა რეალი თამაშში მალევე დაბრუნდა და ჯერ დიაშმა ავტოგოლი გაიტანა, შემდეგ კი როდრიგომ სამეფო კლუბი წინ გაიყვანა.
66-ე და 71-ე წუთებზე ფოდენმა და გვარდიოლიმ ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანეს და სიტი წინ გაიყვანეს.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ქალაქელებს სტუმრად უნდა მოეგოთ, თუმცა ფედე ვალვერდემ რეალი მარცხისგან იხსნა და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.
ნახევარფინალისტის ვინაობა მეორე მატჩში გაირკვევა. სიტისა და რეალის განმეორებითი შეხვედრა 17 აპრილს შედგება.