გერმანული გავლენიანი გამოცემა
BILD ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს — კრისტიან ფალკის ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია ტომას ტუხელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს! მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და როგორც ჩანს, 51 წლის გერმანელი სპეციალისტი "სამ ლომში" მუშაობას სერიოზულად განიხილავს.
ტუხელის ბოლო გუნდი ბაიერნი იყო, რომელიც 2024 წლის ზაფხულში დატოვა. მას შემდეგ, გერმანელ სპეციალისტს რამდენიმე კლუბს აქტიურად უკავშირებენ, მათ შორის მილანსა და მანჩესტერ იუნაიტედს, თუმცა ტომასი ამ დრომდე უგუნდოდ არის.
ინგლისის ეროვნულ ნაკრებს ახლა ლიი კარლსი წვრთნის, რომელიც დროებითი მთავარი მწვრთნელია, შესაბამისად, ფედერაციაში სხვადასხვა კანდიდატების განხილვა მიმდინარეობს და როგორც ირკვევა, ტომას ტუხელი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.