ინდეპენდიენტეს მთავარ მწვრთნელმა, კარლოს ტევესმა გაიხსენა, რომ მას ტურინის იუვენტუსის ნაცვლად, მილანში შეეძლო გადასვლა. ამის გარდა, არგენტინელმა ახლაც არ გამორიცხა "როსონერიში" მისვლა, მაგრამ ამჯერად დამრიგებლის რანგში. შეგახსენებთ, ის ბუენოს-აირესულ გუნდში 2023 წლის აგვისტოდან მუშაობს.
"2013 წელს, იუვენტუსის ნაცვლად შესაძლოა მილანში გადავსულიყავი. ჩემით ინტერესდებოდა ორივე გუნდი, თუმცა სერია ა-ს ჩემპიონებმა უფრო ოპერატიულად იმოქმედეს. ვინ იცის, იქნებ როსონერიში მაინც აღმოვჩნდე, მაგრამ ამჯერად მწვრთნელის რანგში. რომელმა დამრიგებლებმა იქონიეს ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა?
მინდა გამოვარჩიო კონტე, ფერგიუსონი, ბიელსა, მანჩინი და ალეგრი. ერთის დასახელების შემთხვევაში აუცილებლად კონტეს ვიტყვი. მან შთამაგონა თავისი ვნებით და გამარჯვებისადმი შეპყრობილობით", - განაცხადა აველანედელთა დამრიგებელმა. აქვე დავამატებთ, პირველი სამწვრთნელო გამოცდილება მან როსარიო სენტრალში მიიღო.