შოტლანდიური მედია ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს — როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია შოტლანდიური
მოზერველის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სერიოზულად განიხილება. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, რა დროსაც სამომავლო გეგმებზე მოხდა საუბარი.
სტიუარტ კეტლუელმა მოზერველი წინა კვირას დატოვა და ამის შემდეგ გუნდს არაერთი სპეციალისტი დაუკავშირეს. განიხილება გრემ არნოლდის, სტივენ ნეისმიტისა და რაიაინ ლოუსის ვარიანტებიც. მოზერველი შოტლანდიის ჩემპიონატში 25 ტურის შემდეგ, 41 ქულით, მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, თემურ ქეცბაია ბოლოს კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, რომელიც გასული წლის სექტემბერში დატოვა.