საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB), რომელიც ფეხბურთის წესების განვითარებაზე მუშაობს, თამაშგარის საკითხზე მსჯელობა დაიწყო და შესაძლებელია, რომ მომავალში მოქმედი წესი შეიცვალოს.
ახალი წესით თანახმად, რომლის განხილვაც უკვე დაწყებულია, ფეხბურთელი მხოლოდ მაშინ აღმოჩნდება თამაშგარე მდგომარეობაში, თუ ბოლო მცველზე წინ მთელი სხეულით იქნება. მოქმედი წესით კი, მსაჯი მაშინ ნიშნავს თამაშგარე მდგომარეობას, როდესაც შემტევი დამცველზე სხეულის ნებისმიერი ნაწილით, რომლითაც ბურთზე თამაში შეუძლია, წინ არის.
თამაშგარის წესში ცვლილება ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება და პრაქტიკაში მისი გადატანა უახლოეს პერიოდში არ იგეგმება. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში კი, ახალი წესი ტრადიციულად ჯერ დაბალ ლიგებში დაიტესტება.