ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგა, სადაც ერთმანეთს დინამო თბილისი და იბერია დაუპირისპირდნენ.
მატჩის გმირი იური ტაბატაძე გახდა, რომელმაც ორი ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაიტანა და იბერიას მორიგი მატჩი მოაგებინა. სალიას პასით ოდიკაძემ სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა - 1:2.
ამ გამარჯვებით იბერიამ 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრლში პირველი ადგილი კიდევ უფრო განიმტკიცა.
ზედიზედ მე-6 თამაში ვერ მოიგო ქუთაისის ტორპედომ. იმერლებმა ფოთის კოლხეთთან გამართულ დაძაბულ ბრძოლაში 2:2 ითამაშეს. გორის დილამ კი სამგურალს ტუმრად 0:1 სძლია.
ხვალ, მე-7 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. გარეჯი გაგრას უმასპიბძლებს, დინამო ბათუმი თელავს.