პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. პარიზული კლუბის წარმომადგნელები მოლაპარაკებებს როგორც ფეხბურთელის აგენტთან, ისე ნაპოლისთანაც მართავენ. ფრანგული მედის ცნობით, 23 წლის ვინგერს კარიერის გაგრძელება პსჟ-ში სურს, თუმცა "პარტენოპეის" მის სანაცვლოდ შეთავაზება ამ დრომდე არ მიუღია.
პსჟ-ს გეგმა ცნობილია
ნაპოლი ქართველ ფეხბურთელს დაახლოებით €80-85 მილიონად აფასებს, რაც პარიზული კლუბისთვის საკმაოდ სოლიდური თანხაა. ამის ფონზე, უფროსობა ტრანსფერში მილან შკრინიარის ჩართვას გეგმავს, რომელიც ანტონიო კონტესთვის მისაღები ვარიანტია. განიხილება ხვიჩა კვარაცხელიას იჯარის დამატებაც, რა თქმა უნდა, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით. პარიზში კარგად იციან, რომ ფეხბურთელს პსჟ-ში თამაში ძალიან სურს და ამის ფონზე ტრანსფერზე მუშაობას იმედიანად აგრძელებენ. ლუის ენრიკეს ქართველი ფეხბურთელის დამატება ძალიან უნდა. მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, კონტრაქტის დეტალებზე, წლიურ ხელფასსა და სხვა ბონუსებზე საუბარი უკვე შედგა.
პარიზული კლუბი ემ პერიოდში გაყიდვებზეც მუშაობს — უახლოეს დღეებში გუნდს რანდალ კოლო მუანი დატოვებს, ხოლო რაც შეეხება მარკო ასენსიოს, ლუის ენრიკეს გეგმებში არც ესპანელი შედის. ამ ორი ფეხბურთელის გაყიდვა, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად კლუბს ძალიან დაეხმარება.
პსჟ-ს გარდა საქმეში რჩებიან ინგლისური კლუბები. ლივერპული, ნიუკასლი და ჩელსი სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და დიდია იმის ალბათობა, რომ უახლოეს დღეებში ტრანსფერზე მუშაობას ოფიციალურად დაიწყებენ. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 3 თებერვლამდე ღიაა, იქამდე კი საკმარისზე მეტი დროა, შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციურ ტრანსფერზე საუბრები კიდევ დიდხანს გაგრძელდება.