მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები E ჯგუფში ესპანეთისა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულთან, ბულგარეთთან და თურქეთთან ერთად მოხვდა.
ცნობილია კალენდარიც, თუ როდის ჩაატარებს ჩვენი ნაკრები ამ შეხვედრებს. მოგეხსენებათ, ჩვენთვის შესარჩევი ციკლი სექტემბერში დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ორ შეხვედრას საქართველოში ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრების სრული კალენდარი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე:
4 სექტემბერი 20:00 - საქართველო - თურქეთი
7 სექტემბერი 17:00 - საქართველო - ბულგარეთი
11 ოქტომბერი 22:45 - ესპანეთი/ნიდერლანდები - საქართველო
14 ოქტომბერი 22:45 - თურქეთი - საქართველო
15 ნოემბერი 20:00 - საქართველო - ესპანეთი/ნიდერლანდები
18 ნოემბერი 22:45 - ბულგარეთი - საქართველო