„ფეხბურთი მხოლოდ თამაში არაა; ეს არის ოცნებებით შთაგონებული და შეუპოვრობით სავსე გზა. Sofascore-ის „სეზონის საუკეთესო მოთამაშის“ ჯილდო იმ შრომის სიმბოლოა, რომელსაც თითოეული მოთამაშე საკუთარი მიზნების მიღწევაში დებს“, — აღნიშნა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ზიკომ და დასძინა: „მეამაყება ის ფაქტი, რომ Sofascore-თან თანამშრომლობით ჩემი აკადემიის მოედანი განვაახლე. სწორედ აქ დაიწყებენ მომავალი ვარსკვლავები საფეხბურთო კარიერას”.
Sofascore-ის „სეზონის საუკეთესო მოთამაშის“ ჯილდო გადაეცემა მსოფლიოს 50 ლიგის საუკეთესო ფეხბურთელებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში გამორჩეულები იქნებიან — ეს იქნება მათი განუწყვეტელი ძალისხმევისა და თავდადების სიმბოლო. ფეხბურთელთა თამაში შეფასდება მსოფლიოში აღიარებული sofascore-ის რეიტინგით, რომლის ალგორითმი მოთამაშის შესახებ არსებულ ყველა მონაცემს ერთ კონკრეტულ რიცხვში აერთიანებს.
Sofascore-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზლატკო ჰრკაჩმა ყურადღება გაამახვილა გლობალური სპორტული პლატფორმების პასუხისმგებლობაზე ახალგაზრდა მოთამაშეებისათვის გზის გაკვლევაში:

„სეზონის საუკეთესო მოთამაშის“ საგულდაგულოდ დამზადებულ ჯილდოზე გამოსახულია ნახსენები განახლებული საფეხბურთო მოედნის ნაწილი, როგორც კარიერის საწყისი სიმბოლო. ჯილდო მსოფლიო ლიგების 50 მოთამაშეს საკუთარ მოკრძალებულ წარსულთან დააკავშირებს. იგი ერთგვარი შეხსენებაა იმ საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ფეხბურთელთა წარმატებაზე. პრიზი მხოლოდ ცალკეულ მიღწევებს არ აღნიშნავს, არამედ ეძღვნება საზოგადოების ერთიან ძალასა და სიმტკიცეს.
Sofascore მსოფლიოში ყველაზე დიდი სპორტული სტატისტიკის პლატფორმაა, რომელიც LaGazzetta.ge-ს სტრატეგიული პარტნიორია.








