SMH Sports -ის ორგანიზებით, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები ჩავიდნენ და ყაზახეთის ეროვნული ფეხბურთის დღის აღსანიშნავად მიძღვნილ მატჩში ითამაშეს.
შეხვედრა ასტანა არენაზე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებსა და ყაზახეთის ლეგენდებს შორის გაიმართა. მსოფლიო ლეგენდების შემადგენლობაში ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, ზურაბ ხიზანიშვილმა ითამაშა.
ყაზახმა გულშემატკივრებმა ზეედორფი, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, დიმიტარ ბერბატოვი, კლოდ მაკელელე, ვიტორ ბაია, გაიზკა მენდიეტა, დუგლას მაიკონი, ესებან კამბიასო და სხვა ვარსკვლავები იხილეს.
„ასტანა არენაზე“ გამართული მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. ანგარიში შეხვედრის მე-5 წუთზე გაიზკა მენდიეტამ გახსნა. 43-ე წუთზე ყაზახეთის სამგზის ჩემპიონმა, აზატ ნურგალიევმა ჯერ წონასწორობა აღადგინა, 52-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და ყაზახები დააწინაურა, თუმცა ცოტა ხით, 6 წუთში დიმიტარ ბერბატოვმა პენალტით საბოლოო ანგარიში 2-2 დააფიქსირა.
შეხვედრის მედია მხარდამჭერია La Gazzeetta delo Sport Georgia , La Gazeetta delo Sport Eurasia, Setanta Sports-ი და Qazsport–ი.
SMH Sports -ის ორგანიზებით, მსოფლიოს ლეგენდარული ფეხბურთელები უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტს 2025 წლის შემოდგომაზე ეწვევიან.








