მანჩესტერ სიტის 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რაც ბოლო ათწლეულში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, გვარდიოლა კი სიტუაციის გამოსწორების გზებს ეძებს.
სიტის მთავარი ლიდერი როდრი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, ქალაქელებს ნიკო უილიამსის ყიდვას ურჩევს.
"ვფიქრობ, ნიკო უილიამსი რომ მანჩესტერ სიტიში მოვიდეს, იდეალური იქნებოდა. ის ამ გუნდს კარგად მოერგებოდა და თავადაც არ გაუჭირდებოდა ალღოს აღება და თავს ისე იგრძნობდა, როგორც ბილბაოში", - განაცხადა როდრიმ.
მოგეხსენებათ, გამორჩეული ახალგაზრდა ვინგერის შემტებით ბარსელონა დიდი ხანია ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით, უილიამსი ბილბაოში დარჩენას ამჯობინებს.