ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში მანჩესტერ სიტი შეხვდა ნიუკასლ იუნაიტედს, რომელიც ანგარიშით 2:0 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ დაპირისპირებები ერთმატჩიანია, რაც ნიშნავს იმას, რომ "ქალაქელები" 1/2 ფინალში გავიდნენ.
"კაჭკაჭების" კარში ორივე გოლი ბერნარდო სილვამ გაიტანა, მას მიმდინარე სეზონში უკვე 10 ბურთი დაუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი ნახევარფინალისტი ლუთონ თაუნია, რომელმაც ვულვერჰემპტონი დაამარცხა (3:2).
ხვალ, 17 მარტს, კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა. წყვილები: ლონდონის ჩელსი - ლესტერი, მანჩესტერ იუნაიტედი - ლივერპული.