ინტერში ტრავმების ეპიდემია გრძელდება — სიმონე ინძაგიმ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგა. საუბარია, გუნდის კაპიტანზე ლაუტარო მარტინესზე, რომელმაც მარჯვენა ფეხზე საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც საკუთარ გუნდს დაახლოებით 2-3 კვირა დააკლდება.
არგენტინელი ფეხბურთელი ამ დაზიანების გამო უდინეზესთან და მილანთან მატჩებს გამოტოვებს. კლუბში იმედოვნებენ, რომ ლაუტარო აპრილის დასაწყისში გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.
ლაუტარო მარტინესი ტრავმის გამო მარტის სანაკრებო პაუზასაც გამოტოვებს.
არგენტინელი ფორვარდის გარდა ინტერში ტრავმები აწუხებთ ვალენტინ კარბონის, დენზელ დუმფრისს, ფედერიკო დიმარკოს, პიოტრ ჟელინსკის, სტეფან დე ვრაისა და მარკუს ტურამს.