საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ადვილი ჯგუფი არ შეგვხვდა. პირიქით, საკმაოდ რთული მეტოქეები არიან. თურქეთიც და დანარჩენი ნაკრებებიც ძლიერები არიან, თუმცა იქამდე 5 თვე გვაქვს, რათა კარგად მოვემზადოთ.
თურქეთის ნაკრებს დიდებული ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ, მათთთან ევროპის ჩემპიონატზე უკვე ვითამაშეთ და ვეცდებით, მათ მოედანზე პრობლემები შევუქმნათ.
ბევრჯერ გამოჩნდა, რომ დღესდღეობით, პატარა ნაკრებებს შეუძლიათ დიდ ნაკრებებს რთული დღე დაუყენონ", - განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველსო ნაკრები E ჯგუფში ესპანეთი/ნიდერლანდებში მოგებულთან, თუქეთთან და ბულგარეთთან ითამაშებს.