როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კარლო ანჩელოტი დატოვებს მადრიდის რეალს და ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში. იტალიელი სპეციალისტი "სამეფო კლუბს" ტოვებს 15 მოგებული ტიტულით, რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგი არის.
წლევანდელი სეზონი ანჩელოტის გუნდისთვის ნამდვილად არ ითვლება წარმატებულად, თუმცა ამის მიუხედავად, ორი ტიტულის მოპოვება მან მაინც შეძლო. ზაფხულში ბერნაბეუს ბინადრებმა მოიგეს უეფას სუპერთასი, რამდენიმე თვეში კი საკონტინენტთაშორისო თასიც. იტალიელმა სპეციალისტმა სწორედ ამ 2 თასით გადაასწრო მიგელ მუნიოსს.
სწორედ ესპანელი მწვრთნელი ითვლებოდა რეალის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვნად, იქამდე, სანამ კარლო მე-15 თასს არ დაეუფლებოდა. აქვე დავამატებთ, რომ მადრიდელთა სპეციალისტმა 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ პრიმერა დივიზიონი, 2-ჯერ ესპანეთის თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ უეფას სუპერთასი, 2-ჯერ საკლუბო მუნდიალი და ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი.
ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები რეალის ისტორიაში
| მწვრთნელი | ტიტულების რაოდენობა | წლები |
| კარლო ანჩელოტი | 15 | 2013-2015, 2021-2025 |
| მიგელ მუნიოსი | 14 | 1959, 1960-1974 |
| ზინედინ ზიდანი | 11 | 2016-2018, 2019-2021 |
| ვისენტე დელ ბოსკე | 8 | 1994, 1996, 1999-2003 |
| ლუის მოლოუნი | 8 | 1974, 1977-1979, 1982, 1985-1986 |







