ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ ლეგენდების მატჩის წინ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების ლეგენდები მილანის ლეგენდებს დაუპირისპირდებიან.
საქართველოში ვიზიტზე
"მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამდენი გულშემატკივარი გვყავს. საქართველოში პირველად ვიმყოფები და ქართველი ხალხისგან დიდ სითბოს ვგრძნობ. როგორც ფეხბურთელი, მოედანზე თამაში, გულშემატკივრებთან შეხვედრა და ეს მომენტები დიდ სიამოვნებას მანიჭებს."
საქართველოს ნაკრების წარმატებულ თამაშზე
"საქართველოს ნაკრებს კარგი თაობა ჰყავს, მათ შეუძლიათ ევროპისა და სხვა ჩემპიონატებზე სამომავლოდ დიად მიზნებს მიაღწიონ. ჩვენ, როგორც გულშემატკივრებს, იმედი გვაქვს, რომ თქვენი ნაკრები მომავალში წარმატებას მიაღწევს."
საუკეთესო გოლი კარიერაში
"მანჩესტერთან გატანილი გოლი, ჩემთვის საუკეთესო იყო. არამხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზი იყო, არამედ მნიშვნელობითაც გამორჩეულია."
კახა კალაძე და ისტორიული მილანი
"სან პაულუდან მილანში აღმოვჩნდი და კახა კალაძემ ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მართალია, ჩვენ სხავდასხვა პოზიციებზე ვთმაშობდით, მაგრამ ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და ერთად ვვითარდებოდით. მილანის იმდროინდელი გუნდი და დაცვის ხაზი საუკეთესო იყო მსოფლიოში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს ამ ფეხბურთელებთან ერთად კიდევ ერთხელ თამაში დიდი ბედნიერებაა".
ცვლილებები ფეხბურთში
"რატომ არ არიან დღეს ჩემი სტილის ფეხბურთელები? - იმიტომ არა, რომ ტალანტები არ არიან. უბრალოდ, ფეხბურთის სტილი შეიცვალა და კლასიკური 10 ნომრები აღარ არიან. ნახევარმცველებს ხშირად საჯარიმოში უწევთ თამაში. ჩემთვის, საინტერესო საყურებელია, როგორ იცვლება ფეხბურთი, ტაქტიკა და მწვრთნელების მიდგომა. მიყვარს ეს თამაში და სიამოვნებით ვადევნებ თვალს".