როსტოვის მარჯვენა მცველმა, ილია ვახანიამ საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაზე ისაუბრა. ახალგაზრდა ფლანგელმა აღნიშნა, რომ "ჯვაროსნებიდან" წარმოშობით ქართველ განაპირა მცველს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ, მას დებიუტი რუსეთის ეროვნულ გუნდში ჰქონდა.
"ვითამაშებ თუ არა საქართველოს ნაკრებში? რთული სათქმელია. ჩემი საფეხბურთო მოქალაქეობის საკითხი ჯერჯერობით არ გარკვეულა. არავინ დამკავშირებია საქართველოდან, რუსეთის ეროვნულ გუნდში კი უკვე ვითამაშე. რას გავაკეთებ, თუ პირადად კვარა დამირეკავს და გამომიძახებს? დავფიქრდები (იცინის).
"ჯვაროსნებს" ჰყავთ ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია. ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ამ ნაკრებს ვქომაგობდი. ძალიან მომწონს ის, თუ როგორ თამაშობენ ისინი, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარ კარიერაზე ვარ კონცენტრირებული", - განაცხადა "ყვითლების" განაპირა მცველმა.