უეფას ერთა ლიგის პლეიოფში საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი სტუმრად 3:0 გაანადგურა. პირველი გოლი გაიტანა გიორგი ქოჩორაშვილმა, შემდეგ კი "ჯვაროსნების" მხრიდან დუბლი გიორგი მიქაუტაძემ გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფორვარდს ეროვნულ გუნდში უკვე 18 ბურთი დაუგროვდა.
გამოსარჩევია ისიც, რომ პირველი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მამარდაშვილის საგოლე გადაცემით გაიტანა. როგორც ვხედავთ, განმეორებითი მატჩისთვის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს მნიშვნელოვანი ფორა ექნება. რაც შეეხება უშუალოდ საპასუხო თამაშს, ის 23 მარტს, თბილისში გაიმართება.
სომხეთი 0:3 საქართველო
გოლები: 0:1 ქოჩორაშვილი 32', 0:2 მიქაუტაძე 37', 0:3 მიქაუტაძე 59'.