ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ოქროს ბურთის მოგების შანსებს აფასებს.
"ოქროს ბურთთან დაკავშირებით კვარაცხელიას მიმართ ჯერ სიფრთხილეა საჭირო. რაც ამ მოთამაშეში ყველაზე მეტად მომწონს, მისი აგრესიული მხარეა. კვარას აქვს ისეთი შემართება, რაც ძალიან მომწონს.
საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურებ, რადგან იქ კვარაცხელია თამაშობს"
სამწუხაროდ, ტიერი ანრიმ ჩვენი ნაკრების წარუმატებლობას მიადევნა თვალი, რადგან ერთა ლიგის 4 ტური ისე გავიდა, რომ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 2 ქულა აქვს და გოლი არ გაუტანია.
რაც შეეხება ოქროს ბურთს, დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერსაა ჩანიშნული, ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კი ფავორიტებს შორისაა.











