საქართველო ერთა ლიგის მესამე ტურის გასვლით მატჩში უნგრეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს პირველი ნახევრის მიწურულს, მილოშ კერკეზის დამსახურებით. აღნიშნული თამაშის პარალელურად, უკრაინა ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:3 განადგურდა.
ჩვენი ნაკრები ერთი ქულითა და ნული გატანილი გოლით ჯგუფის ბოლო ადგილზე რჩება. რაც შეეხება მომდევნო მატჩს, ეს მოხდება 5 ოქტომბერს, სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან.
უნგრეთი 1:0 საქართველო
გოლი: მილოშ კერკეზი 35'.












