საქართველოს ნაკრები ფიფას ლაივ რეიტინგში კვლავ დაწინაურდა. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის დაწყებამდე, განვლილი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი იყო 70-ე პოზიციაზე, ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან მოგების შემდეგ, დავწინაურდით 68-ე ადგილამდე, ალბანეთის დამარცხებით კი "ჯვაროსნები" უკვე 67-ე პოზიაციაზე არიან.
ფიფას ოფიციალური რეიტინგი ჯერ არ განახლებულა, თუმცა ეს უახლოეს პერიოდში მოხდება. განახლების შემდეგ, ჩვენი ნაკრები დარჩება 67-ე ადგილზე და ცნობისთვის, 66-ედან 68-ზე ჩამოქვეითდნენ "არწივები", რომლებიც წუხელ ტირანაში დავამარცხეთ. ერთა ლიგაზე 2 მატჩის მოგების შემდეგ, "თეთრ-წითლებმა" 16.81 ქულა მოიპოვეს.