ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ნაკრებმა უმასპინძლა ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს, რომელიც ბუდუ ზივზივაძის დუბლით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მატჩი გამოირჩეოდა დრამატული მომენტებით, ერთ-ერთ ეპიზოდში ლუქსემბურგმა ანგარიში გაათანაბრა კიდეც, თუმცა მოგვიანებით, გოლი გაუქმდა, რადგან VAR-მა აჩვენა, რომ ცოტა ხნით ადრე, სტუმრებმა თავიანთ საჯარიმოსთან გიორგი მიქაუტაძეზე თამაშისას წესები დაარღვიეს.
ლუქსემბურგს აღნიშნული ეპიზოდი წითელ ბარათადაც დაუჯდა. რაც შეეხება ზივზივაძეს, ამ დროისთვის მას ეროვნული ნაკრების რიგებში 7 გოლი დაუგროვდა.
საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებული იქნება. აღნიშნული ნაკრებების მატჩი დღეს, 23:45 საათზე გაიმართება.