
კიბერ ფეხბურთის ფედერაციას ტურნირის ორგანიზებაში ეხმარება როგორც კერძო სექტორი, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები — ისინი ახდენენ ადგილის შერჩევასა და საჭირო ინფრასტრუქტურის გამართვას, მედია-მხარდაჭერასა და ორგანიზატორთა განთავსებას.
კიბერსპორტი მთელს მსოფლიოში ათ წელზე მეტია პოპულარობის პიკზეა. საქართველოში მისი ერთ-ერთი მთავარი პოპულარიზატორი კიბერ ფეხბურთის ფედერაციაა — 2017 წლიდან მის ტურნირებში 2,000-ზე მეტმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, ხოლო მის მიერ ჩატარებული ტურნირების სიაში ისეთი მასშტაბური ივენთებია, როგორიცაა cyberfield - თბილისის თასი 2018, სააქართველოს ეროვნული ნაკრების შესარჩევი FUT 22, FIFAe Nations Series 2023, იუთუბ ლიგა FC 24, სასკოლო ლიგა 2025 და მრავალი სხვა.
“გზა მესტიისკენ” ქალაქები და ჩატარების თარიღები:
15-16 თებერვალი – რუსთავი
1-2 მარტი – ბათუმი
15-16 მარტი – თელავი
29-30 მარტი – ზუგდიდი
12-13 აპრილი – ქუთაისი
26-27 აპრილი – ოზურგეთი
10-11 მაისი – ამბროლაური
24-25 მაისი – თბილისი
31-1 ივნისი – მესტია
ტურნირში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ Facebook გვერდს.














