რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩვენს ნაკრებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ის საქრთველოში 2028 წლამდე იმუშავებს.
სამომავლო გეგმებსა და მოლოდინებზე სანიოლმა LaGazzetta.ge-ს კითხვას უპასუხა:
"ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა. წინ ბევრი გეგმა გვაქვს. ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების მიქსი გვაქვს. შანსი უფრო მეტ ახალგაზრდას უნდა მივცეთ, რომლებიც სამომავლოდ ჩვენი ნაკრების შეუცვლელი წევრები იქნებიან.
უბრალოდ, პრობლემა ისაა, რომ ამხანაგური მატჩები ხშირად აღარ გვაქვს და ყოველი მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, გასულ წელს ტაილანდთან ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, ასეთი თამაში იშვიათად გვექნება.", - განაცხადა სანიოლმა.