საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერზე ოთარ კიტეიშვილზე ისაუბრა.
კიტეიშვილი დღესაც გამორჩეული იყო და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
"ევროპულ ფეხბურთში კიტეიშვილი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. ის თავისუფლად ითამაშებდა ტოპ ჩემპიონატის ტოპ გუნდში. ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან კიტე არ გვყავდა და ეს დიდი დანაკლისი იყო.
ბედნიერი ვარ, რომ გუნდში მისნაირი ფეხბურთელი მყავს. მისი როლი ძალიან რთული შესასრულებელია და ყველა დავალებას იდეალურად უმკლავდება," - განაცხადა სანიოლმა.