საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა, ჯაბა კანკავას დაბრუნების შესახებ ისაუბრეს.
სანიოლი: "ჩემი სურვილი იყო ჯაბა დაბრუნებულიყო ნაკრებში. ჩემთვის მნიშვნელოვანია გუნდში მისი ყოფნა, მოედანზე, თუნდაც, 5 წუთით გამოსვლა და გუნდის დახმარება. ბევრს ვფიქრობდით ამ გადაწყვეტილების შესახებ და ძალიან მიხარია, რომ დაბრუნების წინააღმდეგი არც თავად ჯაბა იყო".
იაშვილი: "ძალიან მნიშვნელოვანია კანკავას ნაკრებში ყოფნა, ის არის სამაგალითო ფეხბურთელი. მიხარია, რომ ჩვენ გვერდით არის".
შეგახსენებთ, ლუქსემბურგის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები პლეი-ოფის ფინალში გავა, სადაც საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და თუ ფინალსაც მოიგებს, ჩვენი გუნდი არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.