როგორც მოგეხსენებათ, ჰარი კეინმა მიიღო კოჭის ტრავმა, რის შემდეგაც გაიკეთა ოპერაცია და დაიწყო რეაბილიტაციის კურსი. ოქროს ბურთის მფლობელი ინგლისელი ფორვარდი მოედანს ჩამოშორდა 3-4 თვით, რაც ნიშნავს იმას, რომ მის არყოფნაში შესაძლოა რამდენიმე ახალი რეკორდი ვიხილოთ.
ევროპის ტოპ ხუთ ლიგის ფეხბურთელებს შორის 2026 წელს ყველაზე მეტი, 41 გოლი გაიტანა სწორედ მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, 2027-მდე ის მოედანს ვერ დაუბრუნდება. "რეკორდმაისტერის" მე-9 ნომრის მახლობლად ტრიალებს 3 მოთამაშე, რომელსაც 2026-ის ბოლომდე მასზე მეტის შეგდება შეუძლია.
ესენი არიან - რაფინია დიას ბელოლი (33 გოლი), კილიან მბაპე (32 გოლი) და დონიელ მალენი (32 გოლი). როგორც ვხედავთ, ყველაზე ახლოს 33 წლის ფორვარდთან არის ბრაზილიელი შემტევი, რომელსაც ის ჯერჯერობით 8 ბურთით უსწრებს. 2026-ის დასრულებამდე რჩება 1 თვეზე მეტი დრო და ვნახოთ, შეძლებენ თუ არა აღნიშნული მოთამაშეები, ან თუნდაც სხვები კეინის გადასწრებას.
ტოპ 5 ლიგის ფეხბურთელები, რომლებმაც 2026-ის კალენდარულ წელიწადში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს (შიდა ჩემპიონატი, ევროსარბიელი, ქვეყნის თასი და სუპერთასი)
| ჰარი კეინი | 41 გოლი |
| რაფინია დიას ბელოლი | 33 გოლი |
| კილიან მბაპე | 32 გოლი |
| დონიელ მალენი | 32 გოლი |
| ლამინ იამალი | 28 გოლი |
| ერლინგ ჰოლანდი | 27 გოლი |
| პატრიკ შიკი | 26 გოლი |
| მაიკლ ოლისე | 24 გოლი |











