დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურის ოთხშაბათის მატჩებიც. პარი სენ-ჟერმენმა საკუთარ კედლებში ვერ მოახერხა რომას დამარცხება, ფრე, 2:2. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მიმდინარე სეზონში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პსჟ-მ ვერ შეძლო მოგება, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად მადრიდის რეალი გალიდერდა.
მარტივი გასეირნება გამოუვიდა ბარსელონას საბაჰთან (4:1), ლივერპულს ბრიუგესთან (3:0), ინტერს შტუტგარტთან (2:0) და ატლეტიკოს ვიკინგთან (2:0). მთავარ სენსაციად შეგვიძლია მივიჩნიოთ მიუნხენის ბაიერნის წაგება ლილთან (1:2), მაგრამ გერმანელთა საკადრო პრობლემების გათვალიწინებით, საფრანგეთში წაგება მოულოდნელობა სულაც არაა.
ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის ყველა მატჩი
| პსჟ 2:2 რომა |
| ლილი 2:1 ბაიერნი |
| ინტერი 2:0 შტუტგარტი |
| სპორტინგი 2:2 მანჩესტერ იუნაიტედი |
| ბრიუგე 0:3 ლივერპული |
| საბაჰი 1:4 ბარსელონა |
| ატლეტიკო 2:0 ვიკინგი |
| სლავია 0:1 ვილიარეალი |
| ფენერბაჰჩე 0:1 შახტარი |











