ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდი ფიორენტინას ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდა.
მოგეხსენებათ, ფიორენტინა ახალგაზრდული სერია ა-ს მოქმედი გამარჯვებულია და საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ჩამოვიდნენ.
პირველ ტაიმში ისინი უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა დინამოელები თავს კარგად იცავდნენ. ტაიმის მიწურულს, სტანდარტულიდან ფიორენტინამ ანგარიში მაინც გახსნა.
მეორე ტაიმში დინამო თბილისმა თამაში გამოასწორა, რის შედეგადაც, ნიკოლოზ ადუაშვილმა ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
ფიორენტინასა და დინამო თბილისის განმეორებითი მატჩი იტალიაში, 9 დეკემბერს შედგება.






![[VIDEO] ორი ხუთიანი და ორი შედევრი - საფეხბურთო სამყარო ბელინგემს კვლავ ადარებს ზიდანს](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fq3xFiGcH24WuGq5ywyttLE1oSlTgZoyA.png&w=3840&q=75)




