ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 ტურის კიდევ ორი მატჩი დასრულდა. მაყურებლებმა საბაჰი-ბარსელონასა და სლავია პრაღა-ვილიარეალის შეხვედრები იხილა, სადაც გამარჯვება ფავორიტ გუნდებს დარჩათ.
ჰანსი ფლიკის გუნდმა გასვლაზე საკმაოდ სუსტ მეტოქეს მარტივად მოუგო და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.
კატალონიელებს 5 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვთ და მე-4 პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება საბაჰს, აზერბაიჯანულ გუნდს 3 ქულა აქვს და 32-ე პოზიციაზე იმყოფება.
საბაჰი 1-4 ბარსელონა
გოლები: 0-1 ენტონი გორდონი 31', 0-2 ენტონი გორდონი 51', 0-3 კარიმ ადეიემი 55', 0-4 გაბრიელ ჟესუსი 60', 1-4 ჯოი-ლანს მიკელსი 63'.
მეორე მატჩს პრაღამ უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი სლავია ვილიარეალს დაუპირიპირდა.
მაყურებლებმა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილეს, რომელშიც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა.
ვილიარეალმა 5 ტურის თავზე 6 ქულა მოაგროვა, რითაც დროებით 22-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება სლავიას, ჩეხური გუნდი 1 ქულით, 34-ე პოზიციას იკავებს.
სლავია პრაღა 0-1 ვილიარეალი
გოლი: 0-1 ტეიონ ბიუქენანი 62'.





![[VIDEO] ორი ხუთიანი და ორი შედევრი - საფეხბურთო სამყარო ბელინგემს კვლავ ადარებს ზიდანს](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fq3xFiGcH24WuGq5ywyttLE1oSlTgZoyA.png&w=3840&q=75)




