ბარსელონას ყოფილმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ დაასახელა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი, ვინც მისი აზრით, უსამართლოდ ჩრდილში არის. ფრანგი ექს-ფორვარდის თქმით, ასეთი მოთამაშეა რომას შუახაზელი, მანუ კონე. შეგახსენებთ, "მამლების" სამუნდიალო განაცხადში "ჯალოროსის" ჩამშლელი არის.
"წინასწარ არ ვამბობ, რომ კონე ბრწყინვალედ ჩაატარებს მსოფლიო ჩემპიონატს, თუმცა ფაქტია, მის შესახებ საკმარისად არ საუბრობენ. ის თამაშობს საფრანგეთის ეროვნული გუნდისა და რომას ძირითადში, მე მანუსთან ოლიმპიადაზე მიმუშავია. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელია.
"მამლებს" ჰყავთ დიდებული შემადგენლობა და ამ ნაკრებში რომ ხარ სასტარტოში, ესე იგი მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი ხარ. პრობლემა ისაა, რომ ხალხი საუბრობს მბაპეზე, დემბელე, სალიბაზე, ბარკოლაზე, დუეზე, მაგრამ არა "ჯალოროსის" შუახაზელზე", - განაცხადა "ბლაუგრანას" ექს-ფორვარდმა.








