დღეს, ნიონში, უეფა-ს სათაო ოფისში, 21-წლამდე ნაკრებთან მომდევნო შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
2027 წლის ევროპის ჩემპიონატს, უეფა-ს გადაწყვეტილებით სერბეთი და ალბანეთი უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები ბოლო დროინდელი წარმატებების გათვალისწინებით, მეორე კალათში იყო და F ჯგუფში მოხვდა.
ჯგუფში ჩვენი მეტოქეები გერმანიის, საბერნეთის, ჩრდ.ირლანდიის, ლატვიისა და მალტის ნაკრებები მოხვდა. საკვალიფიკაციო ეტაპი სტარტს 2025 წლის სექტემბერში აიღებს, იქამდე კი ივნისში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს.