ერთა ლიგის რამდენიმე დივიზიონსა და ჯგუფში დასრულდა ფინალური, მეექვსე შეხვედრა. ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა იტალიისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდების დაპირისპირება, რომელშიც ჯგუფში 1-ელი პოზიციის ვინაობა უნდა გარკვეულიყო. დღევანდელ მატჩამდე, ლიდერი 13 ქულით იყო "სკუადრა აძურა", "მამლებს" კი 3 ქულით ნაკლები ჰქონდათ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ნაკრებების პირველი შეხვედრა დასრულდა აპენინელების გამარჯვებით, 3:1. "გალიელებს" სჭირდებოდათ სამი გოლით მოგება ან იგივე შედეგის დაფიქსირება, შემდეგ კი ბურთების უკეთესი ბალანსით "ლურჯების" გადასწრება. ასეც მოხდა, "სამფეროვნებმა" მოიგეს 3:1 და ბურთების შეფარდებით ლუჩიანო სპალეტის გუნდს გაასწრეს.
ერთა ლიგის ყველა მატჩი:
იტალია 1:3 საფრანგეთი
ინგლისი 5:0 ირლანდია
ისრაელი 1:0 ბელგია
ავსტრია 1:1 სლოვენია
ნორვეგია 5:0 ყაზახეთი
ფინეთი 0:2 საბერძნეთი
ლატვია 1:2 სომხეთი
ჩრდილოეთ მაკედონია 1:0 ფარერები