კონორ მაკგრეგორი UFC-ში ბრუნდება. 11 ივლისს, 329-ე ივენთის მთავარ ბრძოლაში ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი მისთვის კარგად ნაცნობ მოწინააღმდეგეს შეხვდება. საუბარია მაქს ჰოლოუეიზე, რომელსაც ირლანდიელმა მებრძოლმა 2013 წლის აგვისტოში ერთხელ უკვე მოუგო.
"ნოტორიუსი" ბოლოს ოქტაგონში იყო 2021 წლის ივლისში, როდესაც დასტინ პორიესთან ზედიზედ მეორედ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ იმ საღამოს პრელიმზე იჩხუბა ილია თოფურიამ, რომელმაც რაიან ჰოლი გათიშა. ეს იყო უკანასკნელი ბრძოლა, როცა 2 დივიზიონის მომავალი ჩემპიონი პრელიმზე ვიხილეთ.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, იმ ივენთამდე ორი თვით ადრე მან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კოდი სტამანი დაამარცხა. ქართველმა მებრძოლმა გახსნა მეინ ქარდი, ფაით ნაით UFC Vegas 25-ის. ცნობისთვის, იმავე საღამოს თანამთავარ ჩხუბში გიგა ჭიკაძემ ღვიძლში ეფექტური დარტყმით კუბ სუანსონს მოუგო.
როგორც აღვნიშნეთ, იმის შემდეგ, მაკგრეგორი ოქტაგონში არ გამოჩენილა. "ელ მატადორი" გახდა ორი დივიზიონის ჩემპიონი, "მანქანამ" კი სუპერმსუბუქი წონა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაწმინდა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ირლანდიელი ექს-ჩემპიონი ძველი დიდების დაბრუნებას.
კონორ მაკგრეგორის ბოლო ბრძოლის ქარდი







![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






