კონორ მაკგრეგორი UFC-ში ბრუნდება. 11 ივლისს, 329-ე ივენთის მთავარ ბრძოლაში ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი მისთვის კარგად ნაცნობ მოწინააღმდეგეს შეხვდება. საუბარია მაქს ჰოლოუეიზე, რომელსაც ირლანდიელმა მებრძოლმა 2013 წლის აგვისტოში ერთხელ უკვე მოუგო.
13 წლის წინ გამართულ ბრძოლაში "ნოტორიუსმა" მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. იმ დროს, ორივე მებრძოლი გამოდიოდა 66 კილოგრამ წონით დივიზიონში, ახალი ჩხუბი კი 77 კილოგრამში იგეგმება. 37 წლის ყოფილ ჩემპიონს ქვესაშუალოში უჩხუბია ნეიტ დიასსა და დონალდ სერონესთან, ჰავაელი მებრძოლისთვის კი აღნიშნული წონა სიახლე იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ივლისის შემდეგ, მაკგრეგორი ოქტაგონში არ გამოჩენილა. მისი საბრძოლო კარიერის ბოლო მოვლენა იყო ზედიზედ 2 წაგება დასტიენ პორიესთან. უკანასკნელ 5 წელში იყო ბევრი საუბრები ირლანდიელი მებრძოლის ქამბექის შესახებ და ყველაზე ახლოს მის დაბრუნებასთან 303-ე ივენთზე ვიყავით.
კონორის მეტოქე უნდა ყოფილიყო მაიკლ ჩენდლერი, თუმცა ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ბრძოლას ივენთის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაეხსნა. აღსანიშნავია, რომ MMA-ს მაყურებლებს "ნოტორიუსის" დაბრუნების არ სჯერათ, სოციალურ ქსელებში ტრიალებს ასეთი მოსაზრებები: "სანამ ოქტაგონში შესულს არ ვიხილავთ, არ დავიჯერებთ", "ერთი კვირით ადრე ჩაეხსნება და დაგვცინებს კიდევ ერთხელ".







![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






