"შიშველი ხელებით ვიჩხუბებ, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ" - კონორ მაკგრეგორი

"მებრძოლი სული ჩემშია. თქვენი აზრით მე აქ მოვდივარ, ადამიანებს მოტივაციას ვაძლევ, ვუბიძგებ ბრძოლისაკენ და მე თვითონ იქ (რინგზე) არ შევალ? კონორ მაკგრეგორი შიშველი ხელებით იჩხუბებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ
მე BKFC-ის მსოფლიო ჩემპიონობის დიდი სურვილი მაქვს. რაც შეეხება შესაძლო ბრძოლას, უამრავი შეხვედრის ვარიანტი მაქვს. ეს შეიძლება იყოს ბრძოლა მაიკ პერისთან, ჯერემი სტივენსთან ან რემატჩი ედი ალვარეზთან" - განაცხადა კონორმა პრესკონფერენციაზე.
ორი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა უკანასკნელი შეხვედრა 2021 წელს გამართა, სადაც ფეხის მოტეხილობა მიიღო და ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა. ბოლო მარცხის შემდეგ, მისი დაბრუნების შესახებ რამდენიმე იდეა განიხილებოდა და ოფიციალური სახით, მსუბუქი წონის კონტენდერთან, მაიკლ ჩენდლერთან ჰქონდა ბრძოლა ჩანიშნული. ამ ღონისძიებას კონორი ტრამვის გამო ჩაეხსნა და მისი ოქტაგონზე ნახვის შანსი გულშემატკივართათვის საბოლოოდ გაქრა.
უკანასკნელად, კონორი UFC-ის ვეტერანმა, ჯერემი სტივენსმა გამოიწვია, რაზეც მან მაკგრეგორისგან დადებითი პასუხი მიიღო.
საინტერესოა როგორ წარიმართება კონორის სპორტული კარიერა და ვიხილავთ თუ არა "მისტიკურ მაკს" ადრინდელ საბრძოლო ფორმაში.







![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






