UFC 328-მდე, მსოფლიოს მთავარ პრომოუშენს ჰყავდა ორი დაუმარცხებელი მოქმედი ჩემპიონი - ილია თოფურია და ხამზატ ჩიმაევი. მათი რიცხვი შემცირდა 1-მდე, მას შემდეგ, რაც ჩეჩენმა მებრძოლმა შონ სტრიკლენდთან წააგო. დიახ, საშუალო დივიზიონის ექს-ჩემპიონი კარიერაში პირველად დამარცხდა.
15 გამარჯვება და 1 წაგება - "ბორზის" სტატისტიკა ამიერიდან ასეთია. გამოსარჩევია ისიც, მან საჩემპიონო ქამარი დათმო ისე, რომ ტიტულის დაცვის 1 წარმატებული მცდელობაც კი ვერ განახორციელა. რაც შეეხება ქართველ მებრძოლს, როგორც აღვნიშნეთ, ის ერთადერთი მოქმედი ჩემპიონია 0 წაგებით კარიერაში.
შეგახსენებთ, რომ "ელ მატადორის" შემდეგი მეტოქე იქნება ჯასტინ გეიჯი, ვისაც ის თეთრ სახლში დაგეგმილ ივენთზე დაუპირისპირდება. 17/17 მოგება, ასეთი შედეგი აქვს 29 წლის ჩემპიონს ამ მომენტისთვის.



















