დადასტურებულად — ფიფას და უეფას გადაწყვეტილებით, რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისევ ვერ იასპარეზებს, შესაბამისად 2026 წელს გასამართ ტურნირზე, მონაწილეობას ვერ მიიღებს.
რუსეთის ეროვნულ ნაკრებს ფიფას და უეფას ტურნირებზე თამაში 2022 წლიდან აეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რუსული კლუბები უეფას ტურნირებზეც აღარ დაიშვებიან.
ევროპული ნაკრებებისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 2024 წლის 13 დეკემბერს გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გამოვლინდებიან.