ინგლისური გავლენიანი გამოცემები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — ჩემპიონშიპის ბინადარი ქოვენთრი ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს და როგორც ირკვევა, სიაში
რუდ ვან ნისტელროი და
ფრენკ ლამპარდი არიან. ბოლო დღეებია ინგლისური კლუბის წარმომადგენლები ორივე მათგანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და დიდი ალბათობით ამ კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
რუდ ვან ნისტელროიმ მანჩესტერ იუნაიტედი სულ რაღაც ერთი კვირის წინ დატოვა და როგორც ჩანს, დიდია იმის ალბათობა, რომ საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს. ნიდერლანდელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რადგან პრემიერ ლიგურ ვარიანტებსაც ელოდება, თუმცა არის შანსი ქოვენთრის გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადოს.
რაც შეეხება ფრენკ ლამპარდს, 46 წლის სპეციალისტი 2023 წლიდან მოყოლებული უგუნდოდ არის და როგორც ირკვევა, დასაბრუნებლად უკვე მზადაა. ლამპარდი ბოლოს ჩელსიში მუშაობდა, სადაც დროებითი მწვრთნელის პოსტზე იყო. შემდეგ იყო რომას ვარიანტი, თუმცა იტალიელებმა კლაუდიო რანიერის კანდიდატურაზე შეაჩერეს არჩევანი.
უახლოეს დღეებში ქოვენთრის ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და თუ ბოლო მომენტში არაფერი შეიცვალა, ეს რუდ ვან ნისტელროი ან ფრენკ ლამპარდი იქნება.