მას შემდეგ, რაც გიორგი ჩაკვეტაძემ დერბი ქაუნთისთან მატჩი გამოტოვა, ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა! 25 წლის ნახევარმცველმა დერბიში ვიზიტი ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა როგორც ჩანს მომდევნო ტურისთვის სათამაშოდ მზადაა. დამატებითმა ტესტებმა მძიმე ტრავმა გამორიცხა.
ტომ კლევერლის გუნდი მომდევნო ტურში პრესტონს დაუპირისპირდება. მატჩი 21 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
უოტფორდი 27 ტურის შემდეგ, მე-8 პოზიციაზე იმყოფება. კლევერლის გუნდს 41 ქულა აქვს. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში 2 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.