ჩეხეთის ნაკრების განადგურების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ცხრილში სიახლეებია. ხვიჩა კვარაცხელიას "ჯვაროსნების" შემადგენლობაში დაუგროვდა 17 ბურთი, რითაც ის თემურ ქეცბაიას გაუთანაბრდა. ორივე მათგანი მეორე პოზიციაზე არიან.
საუკეთესო ხუთეულში შევიდა გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც 14 გოლი დაუგროვდა. "წითლების" კარის აღების შემდეგ, მან თორნიკე ოქრიაშვილსა და ვაკო ყაზაიშვილს გადაასწრო. ჩვენი ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორად კი რჩება შოთა არველაძე, რომლის ანგარიშზე 26 ბურთია. საუკეთესო 10-ეული გამოიყურება ასე:
1. შოთა არველაძე - 26 გოლი
2. ხვიჩა კვარაცხელია - 17 გოლი
3. თემურ ქეცბაია - 17 გოლი
4. ალექსანდრე იაშვილი - 15 გოლი
5. გიორგი მიქაუტაძე - 14 გოლი
6. თორნიკე ოქრიაშვილი - 13 გოლი
7. ვაკო ყაზაიშვილი - 13 გოლი
8. გიორგი დემეტრაძე - 12 გოლი
9. ლევან კობიაშვილი - 12 გოლი
10. ჯაბა კანკავა - 10 გოლი