გუშინ ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომლის გამარჯვებული როდრი გახდა. არადა, ბოლო დღეებში ამ პრიზის მოგების მთავარ ფავორიტად ვინისიუსი ითვლებოდა.
რეალის ფეხბურთელებისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და ცერემონიაზე არ მივიდნენ.
ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული აცხადებს, რომ ცერემნიის დასრულების მოგების შემდეგ, მას რეალის ფეხბურთელმა დაურეკა.
"დაჯილდოვების შემდეგ, დანი კარვახალმა დამირეკა, რომელიც ჩემი წარმატებით ძალიან ბედნიერი იყო. დანის დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, საუკეთესოს წოდებას ისიც იმსახურებდა.
მას ისეთივე დამსახურება აქვს ნაკრების წარმატებაში, როგორიც მე. წარმატებისთვის მაქსიმუმი გაიღო. ახლა კი ტრავმას ერთად ვუმკლავდებით. ვფიქრობ, ეს ტრავმაც ბევრს მოგვცემს და გაგვაძლიერებს", - აცხადებს როდრი.