39 წლის პორტუგალიელი ლეგენდა კრიშტიანო რონალდუ ჯერ გაჩერებას არ აპირებს და ფანტასტიკურ შედეგებს აფიქსირებს.
საუდის არაბეთის ჩემპიონატში ალ-ნასრი სტუმრად ალ-აჰლის დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი სწორედ რონალდუმ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პორტუგალიელს 32 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული. მის ანგარიშზე, 22 მატჩში, 23 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
ზოგადად კი, ალ-ნასრის მაისურით რონალდუმ უკვე 58 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კრიშტიანუ კვლავ საოცარ ფორმაშია, არ ჩერდება და სავარაუდოდ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებთან ერთადაც ვიხილავთ.