ბრაზილიელ ლეგენდას, რივალდოს სჯერა, რომ არსენალი მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი კანდიდატია.
"არსენალი ჩემთვის ფავორიტთა შორისაა, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ფეხბურთში ჩემპიონები ყოველთვის ფავორიტები არ ხდებიან. ბევრი რამ შეიძლება ვიხილოთ, მთავარია, კონცენტრირება არ დაკარგონ, როგორც ეს გასულ სეზონში მოხდა - საბოლოოდ კი პრემიერ ლიგის თასი დაკარგეს.
თუ თამაშს იმ ხარისხით განაგრძობენ, როგორც პრემიერ ლიგაზე თამაშობენ, ტიტულების მოგებას შეძლებენ. ჩემი აზრით, პრემიერ ლიგა ფეხბურთში ყველაზე რთული და ძლიერი ჩემპიონატია, ასე რომ, არსენალი პირველ ადგილზე უმიზეზოდ არ იქნებოდა"- აცხადებს ბრაზილიელი Betfair-თან ინტერვიუში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "მეთოფეები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს 64 ქულით, ლივერპულთან ერთად ლიდერობენ, მათ კი 1 ქულით მანჩესტერ სიტი ჩამორჩება.
მიკელ არტეტას ბიჭებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველადგილოსნად დაასრულეს, მერვედფინალში კი პორტუსთან გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვეს, მეოთხედფინალში მათ ძალების მოსინჯვა ბაიერნის წინააღმდეგ მოუწევთ.