ფინალში მონაწილეობას ოცი საუკეთესი დრიფტერი მიიღებს. გამარჯვებული კი, მსოფლიო ფინალზე, ომანში, წარადგენს საქართველოს.
Red Bull Car Park Drift-ში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიონალებსა და მოყვარულ დრიფტერებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი. მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ივენთის გვერდზე.

Red Bull Car Park Drift საერთაშორისო ჩემპიონატია, რომელიც საქართველოში მეხუთედ (2019, 2020, 2021, 2022) ჩატარდება.
შეჯიბრებას უნიკალური ფორმატი აქვს. ე.წ. “Gymkhan”-ის სტილის, სპეციალური ელემენტებისგან აწყობილი სარბოლო ტრასა წლიდან წლამდე იცვლება და შეჯიბრების დღემდე უცნობია მონაწილეებისთვის.
ფინალამდე ერთი დღით ადრე, მაყურებლისთვის დახურული შესარჩევი იმართება. ჟიური აფასებს ყველა დარეგისტრირებული მონაწილის დრიფტის უნარებს. მათგან მხოლოდ საუკეთესო 20 დრიფტერი წარდგება 1 სექტემბერს მაყურებლის წინაშე.
საქართველოს შესარჩევს ესტუმრება რედ ბულის ათლეტი, შეჯიბრების იდეის ავტორი აბდო ფეგალი, რომელიც მაყურებლისთვის დრიფტის შოუს გამართავს.
შეჯიბრებაზე როგორც მონაწილეობა, ისე დასწრება უფასოა.







