რედ ბული პერესის საკითხს ზაფხულის შესვენების შემდეგ განიხილავს — მექსიკელი შესაძლოა გუნდიდან გაუშვან

34 წლის მექსიკელი პილოტის შედეგებით გუნდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა და მას სიტუაციის გამოსასწორებლად ორი რბოლა მისცეს — თუ პერესი უნგრეთში და ბელგიაში სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს, რედ ბული მის კონტრაქტს გადახედავს.
"ფორმულა 1-ში ყველა კონტრაქტს აქვს გადახედვის პუნქტი, რომელიც ძირითადად პილოტის მიერ ნაჩვენებ შედეგებზეა დამოკიდებული. ზაფხულის შესვენებაზე აღნიშნულ საკითხს დეტალურად განვიხილავთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ" — განაცხადა რედ ბულის დირექტორმა, ჰელმუტ მარკომ.
მიმდინარე სეზონში სერხიო პერესმა 12 რბოლიდან მხოლოდ 4-ჯერ მოახერხა პოდიუმზე ასვლა და 118 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მექსიკელი მრბოლელი თანაგუნდელს, მაქს ვერსტაპენს 137 ქულით ჩამორჩება.









