ლა ლიგის 36-ე ტურში რეალ მადრიდმა რეალ მალიორკა საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასპინძლები 68-ე წუთამდე აგებდნენ, მაგრამ შემდეგ, კილიან მბაპემ ანგარიში გაათანაბრა, 95-ე წუთზე კი "სამეფო კლუბს" ახალგაზრდა ხაკობო რამონმა მოაგებინა.
კარლო ანჩელოტის გუნდი ბარსელონასთან სხვაობას ამცირებს ოთხ ქულამდე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დღეს, ლა ლიგის ლიდერი დაამარცხებს მეზობელ ესპანიოლს, საჩემპიონო რბოლა ოფიციალურად დასრულდება.
რეალ მადრიდი 2:1 რეალ მალიორკა
გოლები: 0:1 მარტინ ვალიენტი 11', 1:1 კილიან მბაპე 68', 2:1 ხაკობო რამონი 95'.








