ლა ლიგის 34-ე ტურში მადრიდის რეალმა ვიგოს სელტა საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 48-ე წუთისთვის მასპინძლები 3:0-ს იგებდნენ. არდა გიულერის გატანილ ბურთს კილიან მბაპემ დუბლი დაუმატა. "კელტებმა" მე-2 ნახევარში გაიტანეს 2 ბურთი, მაგრამ ეს მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა.
"სამეფო კლუბი" ამ გამარჯვებით აგროვებს 75 ქულას, ბარსელონასთან ჩამორჩენა კვლავ ოთხ ქულას შეადგენს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ლა ლიგის შემდეგ ტურში ანჩელოტის გუნდის მეტოქეები სწორედ კატალონიელები იქნებიან.
რეალი 3:2 სელტა
გოლები: 1:0 არდა გიულერი 33', 2:0 კილიან მბაპე 39', 3:0 კილიან მბაპე 48', 3:1 ხავი როდრიგესი 69', 3:2 ვილიოტ სვედბერგი 76'.








